ემზარ კვიციანი: ჩვენს ნაცვლად სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს რომ ეშიმშილათ, ელჩი ელჩზე მოვარდებოდა

ჩვენს ნაცვლად „ნაციონალებს“, ან სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს რომ ეშიმშილათ, ელჩი ელჩზე მოვარდებოდა კანცელარიასთან, – ამის შესახებ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი გაზეთ “ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ემზარ კვიციანი გულგრილობაში მთავრობასაც ადანაშაულებს. „11 ნოემბერს საშინელი წვიმა მოვიდა და ქოლგის გაშლის უფლება არ მოგვცეს. ეგონათ, რომ გავტყდებოდით. ჩვენ იცით, რა ვქენით? თავსხმა წვიმაში დავდექით. ტყუილად ჰგონიათ, რომ დაგვასუსტებენ. ეს წინააღმდეგობა კიდევ უფრო გვაძლიერებს. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ „ნაციონალებს“ გადასარევ პირობებში ამყოფებენ, ჩვენ კი ისე გვექცევიან, თითქოს მტრები ვიყოთ.
„რუსთავი 2“-ის ეზოში მყოფ „ნაციონალებს“ კარვები დაუდგეს და უფრთხილდებიან. ელჩებისა და სახალხო დამცველის ყურადღებაც არ აკლიათ „ნაცებს“, ჩვენ კი თითქოს არ ვარსებობთ. მე ერთი რამ ვიცი, ჩვენს ნაცვლად „ნაციონალებს“ ან სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს რომ ეშიმშილათ, ელჩი ელჩზე მოვარდებოდა კანცელარიასთან“, – განაცხადა კვიციანმა.
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები: ირმა ინაშვილი, ადა მარშანია და ემზარ კვიციანი მთავრობის ადმინისტრაციასთან შიმშილობენ.
პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის ინფორმაციით, მათ ორი მოთხოვნა აქვთ: დაისაჯონ საგარეჯოსა და მარტვილში არჩევნების გამყალბებლები, ასევე ხელისუფლებამ დაიწყოს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე დაუყოვნებლივ მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები