ნატოს ოპერატიული დაგეგმვის პროცედურების შესახებ სემინარი ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ნატოს ოპერატიული დაგეგმვის პროცედურების შესახებ სემინარი გაიმართა. სემინარს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში შექმნილი ნატოს ძირითადი ჯგუფის სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის მრჩეველი, პოლკოვნიკი შკელქიმ ჩელა უძღვებოდა.
სასწავლო კურსი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სარდლობების დაგეგმვის ოფიცრებისთვის ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კურსის მიზანი ნატოს სტრატეგიულ-ოპერატიული დაგეგმვის პროცედურებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების დაგეგმვის პროცედურების თავსებადობაა.
სემინარის ბოლოს პოლკოვნიკმა შკელქიმ ჩელამ ქართველი ოფიცრების შეკითხვებს უპასუხა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გამართულ სემინარს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში შექმნილი ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერი საქართველოში, პოლკოვნიკი ტორსტენ კიოლერი დაესწრო. კურსის მიზანი ნატოს სტრატეგიულ-ოპერატიული დაგეგმვის პროცედურებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების დაგეგმვის პროცედურების თავსებადობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები