რუსეთში არ გამორიცხავენ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ევროპაში გამგზავრების აკრძალვას
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროპაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის გამგზავრების აკრძალვა ამ ეტაპზე „განხილვის პროცესშია“.
„აკრძალვას არა საგარეო საქმეთა სამინისტრო, არამედ პრეზიდენტი აწესებს. ამ ეტაპზე არანაირი შეზღუდვა დაწესებული არ არის, მაგრამ ეს საკითხი განხილვის პროცესშია“, – განუცხადა „ინტერფაქსს“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოლეგ სირომოლოტოვმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ეგვიპტეში A-321-ის კატასტროფის გამო, რომლის მიზეზად ტერაქტი სახელდება, რუსეთმა ეგვიპტეში ფრენა აკრძალა. ასევე ქვეყნის მთავრობაში თურქეთსა და ტუნისში ტურისტული რეისების გაუქმებასაც არ გამორიცხავენ.