ნოდარ ჯავახიშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მხარეებმა საქართველოში აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. ელჩი მინისტრის ხედვითა და სამინისტროს პრიორიტეტებით დაინტერესდა. ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძირითადი მიმართულებები არ შეცვლილა და უწყება ძალისხმევას არ იშურებს პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის საკითხს, ასევე, თვითმმართველობის რეფორმას და დაგეგემილ პროექტებში ინვესტორების ჩართულობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები