გედევან ფოფხაძე: “ნაციონალური მოძრაობა” თვითონ არ არის შორს ტერორისტული იდეოლოგიისგან
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვითონ არ არის შორს ტერორისტული იდეოლოგიისგან,” – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” წევრმა გედევან ფოფხაძემ გააკეთა.
როგორც ფოფხაძე განმარტავს, მისთვის არ არის საინტერესო ოპოზიციის ინიციატივები.
“მგონია რომ “ნაციონალური მოძრაობა” თვითონ არ არის შორის იმ იდეოლოგიისგან რასაც ტერორისტული იდეოლოგია ჰქვია. საერთოდ არ მაინტერესებს მაგენი რა ინიციატივით შემოვლენ. ერთმა ცალკე აღებულმა სახელმწიფომ რაც არ უნდა შეიმუშაოს ასეთ საფრთხესთან წინააღმდეგობას ვერ გაწევს. ეს არის მსოფლიოს პრობლემა და ყველა სახელმწიფო კოორდინირებულად და შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას სთხოვს.