იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა პარიზში ტერორისტული აქტების დროს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები: ალექსანდრე ბარამიძე, გოჩა ლორთქიფანიძე, მიხეილ სარჯველაძე და ალექსანდრე ტაბატაძე საფრანგეთის საელჩოსთან მივიდნენ და პარიზში ტერორისტული აქტების დროს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ქართველი ხალხი ფრანგ ხალხთან ერთად გლოვობს დაღუპულებს და საქართველო მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად მაქსიმუმს გააკეთებს ტერორიზმის დასამარცხებლად, რომელიც ჩვენი საუკუნის ყველაზე დიდი საფრთხეა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის დედაქალაქში 13 ნოემბრის ღამეს რამდენიმე ადგილზე ერთდროულად განხორციელებულ ტერაქტს, მთლიანობაში, 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები