ფრანგმა სამართალდამცველებმა წუხელ 23 ადამიანი დააკავეს

წუხელ საფრანგეთში სამართალდამცველებმა 168 რეიდი ჩაატარეს, რა დროსაც 23 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.
“ფრანს 24” -ის ინფორმაციით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზნევის განცხადებით, “ეს მხოლოდ დასაწყისია”.
“ეს მხოლოდ დასაწყისია, ასეთი ოპერაციები კვლავ გაგრძელდება. სახელმწიფოს რეაქცია მასშტაბური იქნება”, – განაცხადა მინისტრმა.
უკანასკნელი მონაცემებით, პარიზში მომხდარი ტერაქტების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა, 350-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები