ბელგიაში ტერორისტებთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი დააკავეს – ქვეყანაში შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს
ბელგიის პოლიციამ მოლენბეკის პროვინციაში პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი დააკავა. დაკავება ერთ-ერთი რეიდის დროს მოხდა, რომლებიც აქ უკვე მესამე დღეა გრძელდება.
14 ნოემბერს ბელგიურმა პოლიციამ მოლენბეკში ხუთი პირი დააკავა. კიდევ ორი ჭვმიტანილი ბრიუსელში დააკავეს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარიზის ტერაქტების გამო საფრანგეთის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა, ბელგიაშიც გამოცხადდეს. ამის შესახებ განცხადება ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა გააკეთა. „ჩვენ ყველა ვარიანტს განვიხილავთ, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში იქნება მიღებული“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ასევე ბელგია ზოგიერთი მეჩეთის დახურვასაც არ გამორიცხავს, რათა მოსახლეობაზე რადიკალური ისლამისტების გავლენა შეამციროს.