მერაბიშვილისა და ადეიშვილის ახალი ბრალდების საქმეს ოთარ კახიძე ეხმაურება

მთავარი პროკურატურის განცხადებას ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ახალი ბრალდების საქმეზე მერაბიშვილის და ადეიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე ეხმაურება. ადვოკატის განცხადებით, ბრალის დადგენილებაში წერია, რომ სახელმწიფოს მიადგა განსაკუთრებული ზიანი, რაც ასევე, მისი თქმით, ეს გაუგებარია.
“რა ზიანი მიადგა სახელმწიფოს სახელმწიფო ქონების გადაცემით, ეს გაუგებარია. ამგვარი ზიანი არ შეიძლება არსებობდეს. ამავე დროს ამ პირებს, რომლებიც დაზარალებულად არიან ცნობილნი, ქონების გადაცემის შედეგად კრედიტები ჩამოეწერათ. კერძოდ, რა თანხაც აიღეს კრედიტის სახით და რა თანხადაც შეიძინეს ეს ქონება, ის ჩამოეწერათ. ამ პირებს რა ზიანი მიადგათ, ესეც ბუნდოვანია”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები