გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამართალდარღვევის 2 ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს გურიის განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევები ნადირობდნენ გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე. შედგენილია შესაბამისი ოქმები.