ამირან გიორგაძის მძღოლი დანაშაულის თანამონაწილეობისთვის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

„კრასნოგორსკელი მსროლელის“ მძღოლის შოთა ელიზბარაშვილის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მოსკოვის სასამართლომ ძალაში დატოვა.
ელიზბარაშვილი ამირან გიორგაძის მიერ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილეობისთვის არის დაკავებული.
გამოძიების ვერსიით, 19 ოქტომბერს ელიზბარაშვილმა ამირან გიორგაძე კრასნოგორსკის რაიონის ადმინისტრაციის შენობასთან მიიყვანა.
ამის შემდეგ ელიზბარაშვილმა ჩანთა აიღო, რომელშიც იარაღი იდო და ის გიორგაძეს გადასცა, რომელიც იმ მომენტში ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის იური კარაულოვის კაბინეტში იმყოფებოდა. ამის შემდეგ გიორგაძემ კარაულოვი და „კრასნოგორსკის ელექტროქსელების“ უფროსი გიორგი კოტლიარენკო მოკლა.
23 ოქტომბერს კრასნოგორსკის რაიონის ერთ-ერთ აგარაკზე ამირან გიორგაძის ცხედარი აღმოაჩინეს. გამოძიების ვერსიით, მან თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები