გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის პარალელურად, ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეგობართა ჯგუფის შეხვედრა ლიტვის რესპუბლიკის ინიციატივით შედგა.
შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები და სამომავლო პერსპექტივები, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა და ამ კონტექსტში ფართომასშტაბიანი რეფორმების მიმდინარეობის პროცესი განიხილეს, უახლოეს მომავალში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღების პერსპექტივა და ამ მიმართულებით აღინიშნა ქვეყნის მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესრულებისა და იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესი.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობა ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით.
შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამომადგენლების მიერ დადასტურდა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.