საფრანგეთში კიდევ ორი ტერორისტის ვინაობა დაადგინეს
ფრანგმა გამომძიებლებმა კიდევ ორი თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა დაადგინეს, რომლებმაც პარასკევს პარიზში ტერაქტები მოაწყვეს. ამის შესახებ პარიზის პროკურორმა ფრანსუა მოლენმა განაცხადა. როგორც პროკურორმა დააზუსტა, ერთ-ერთი იდენტიფიცირებული „სტად-დე-ფრანსთან“ აფეთქებული ტერორისტია, რომლის ცხედართან აჰმად ალ-მუჰამადის სახელზე სირიის პასპორტი იპოვეს. მეორე იდენტიფიცირებული ტერორისტი – 28 წლის ფრანგი, სახელად სამი ამიმურია, რომელიც პარიზის ერთ-ერთ შემოგარენში ცხოვრობდა. მთლიანად ამ დროისთვის ხუთი დაღუპული ტერორისტია იდენტიფიცირებული.
შეგახსენებთ, რომ პარიზში, 13 ნოემბერს ტერაქტების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა.