ერაყი საფრანგეთს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ  აფრთხილებდა

ერაყის უშიშროების ძალები საფრანგეთს, აშშ-ს და ირანს მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების შესახებ წინასწარ აფრთხილებდნენ. ამის შესახებ ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა იბრაჰიმ ჯაფარიმ განაცხადა.

„ერაყის დაზვერვის წყაროებს გააჩნდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ქვეყანა, განსაკუთრებით კი საფრანგეთი, აშშ და ირანი ტერორისტების თავდასხმების სამიზნე იქნებოდა“, – განაცხადა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ამასთანავე, ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა არ დააკონკრეტა, შეეხებოდა თუ არა ეს ინფორმაცია საფრანგეთში 13 ნოემბერს მომხდარ ტერაქტს. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ ეს ცნობები რამდენიმე თვის წინ მიიღეს, ხოლო დეტალები არ დაუზუსტებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები