ავღანეთში უპილოტო თვითმფრინავმა 13 „ბოევიკი“ გაანადგურა
რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ 13 „ბოევიკი“, ავღანეთის ნანგარხარის პროვინციაში, უპილოტო თვითმფრინავის მიერ ავიადაბომბვის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ტელეარხი TOLO News ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით ავიადარტყმის მომენტში „ბოევიკები“ ავტომობილში ისხდნენ და ტერორისტული შეტევისთვის ემზადებოდნენ.
ცნობისთვის, „თალიბანი“ ავღანეთიდან უცხოური შეიარაღებული ძალების გასაყვანად იბრძვის. ამ რადიკალურ მოძრაობას და ავღანეთის ხელისუფლებას შორის რამდენჯერმე გაიმართა მოლაპარაკება, თუმცა რაიმე შედეგის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.