კალიფორნიას ტორნადო დაატყდა თავს

ძლიერი ტორნადო თავს დაატყდა კალიფორნიას. ქარმა სახურავები და სახლის კედლები დააზიანა, წააქცია ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები, ასევე ბუნებრივი აირის მილსადენები. დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამინდის ნაციონალური სამსახურის განცხადებით, უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება. ამჟამად ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები