საფრანგეთის პრემიერი ახალი ტერაქტების საფრთხეზე საუბრობს
„ისლამური სახელწმიფოს“ „ბოევიკები“ ევროპაში ახალ ტერაქტებს ამზადებენ, არა მარტო საფრანგეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპელებს ამ ტერაქტების შიშის განცდით კიდევ დიდხანს მოუწევთ ცხოვრება.
როგორც მანუელ ვალსმა რადიო RTL-ის ეთერში განაცხადა, ის ამ განცხადებას იმისთვის არ აკეთებს, რომ ადამიანები შეაშინოს, არამედ იმისთვის, რომ ისინი მომზადებულები იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების სერიის შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა.