პეტრე მამრაძე: რა კავშირია „ნაცებსა“ და სირიაში მებრძოლ აჭარელ აჰმედ ჭაღალაძეს შორის
„ქართულმა უშიშროებამ აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს, რა კავშირია „ნაცებსა“ და სირიაში მებრძოლ აჭარელ აჰმედ ჭაღალაძეს შორის, ისლამური სახელმწიფოს სახელით რომ ემუქრება საქართველოს!“ – აცხადებს პოლიტოლოგი პეტრე მამარაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. ამავე ინტერტვიუში პეტრე მამრაძე პარიზში მომხდარ ტერაქტების სერიას ეხმაურება. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ სანამ ამერიკა და მისი მოკავშირეები ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების საკითხებს არ გადახედავენ, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა წყლის ნაყვა იქნება და მეტი არაფერი.
ამასთანავე, პეტრე მამრაძე სტატიაში საზოგადოებაში გავრცელებულ იმ მოსაზრებას ეხმაურება, მოექცევა თუ არა საქართველო ტერორისტების სამიზნეში.
პოლიტოლოგი ინტერვიუში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ავღანეთში ქართველი ჯარისკაცებთან შეხვედრას იხსენებს. „ სააკაშვილი იყო მრავალეროვან კოალიციაში ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც ავღანეთში ჩასული, ღია ეთერში, რაღაც სადისტური შემართებით ეკითხებოდა თავის სამხედროებს, რამდენი თალიბი მოკალითო?! ჯარისკაცებიც იძულებულები იყვნენ, ეს ყველაფერი საჯაროდ ელაპარაკათ! ამან მთელი მსოფლიო გააოგნა! სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა „ისლამისტური ვიდორგოლები“, რომლებშიც ქართველი ჯარისკსაცები „ჯვაროსნებად“ გამოაცხადეს… ამას კი ჩვენს კონტინენებზე არაერთი თავდასხმა და დანაკარგები მოჰყვა! მოკლედ სააკაშვილი არის ბუნებით პროვოკატორი და ის ყველაფერზე წამსვლელია!“ – აცხადებს პეტრე მამრაძე.
იგი ამავე ინტერვიუში ლაფანყურის ტრაგედიასაც იხსენებს და სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ლაფანყურის საქმე ბოლომდე არ გამოიძია და დღემდე ბევრი კითხვა უპასუხოდ დატოვა. „სააკაშვილის რეჟიმმა უცხოეთიდან ჩამოიყვანა ჩეჩნები, მათ დაჰპირდა შესაბამის მომზადებას და ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთთან საბრძოლველად გადასროლას. ევროპიდან ჩემოსულ მებრძოლებს აეროპორტში ბაჩო ახალაია ხვდებოდა და საიდუმლო ბაზებზე მიაცილებდა… მაგრამ რა მოხდა მერე? სააკაშვილის ბრძანებით, ეს ხალხი ლაფანყურში მძინარეები ამოხოცეს და ზედ ქართველი ოფიცერი და სამხედრო ექიმიც მიაყოლეს – ჩოხელი და ხვედელიძე.. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ხელისუფლებამ „ლაფანყურის საქმე“ ბოლომდე არ გამოიძია და ყველა კითხვას არ უპასუხა! ანუ ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ სააკაშვილის ავადმყოფურ ტვინში შეიძლება ისეთი საშინელება დაიბადოს, ნორმალური ადამიანისთვის წარმოსადგენადაც კი ძნელი იყოს!“ – ამბობს პეტრე მამრაძე.