რა სთხოვა ზვიად გამსახურდიამ პაატა ბურჭულაძეს – ცოტნე გამსახურდიას განმარტება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია აცხადებს, რომ თავის დროზე ზვიად გამსახურდიამ პაატა ბურჭულაძეს არა პოლიტიკაში მოსვლა, არამედ საქართველოს დახმარება სთხოვა.
“პაატა ბურჭულაძე გულში რას მღერის, ჩემთვის ცოტა ძნელი სათქმელია. უკეთესი იქნება, ვფიქრობ, თუ ის ხმამაღლა გააგრძელებს სიმღერას, რაც მას, მართლაც, შესანიშნავად გამოსდის. მხოლოდ ერთ ფრაზას გამოვეხმაურები, რასაც ის ამბობს, რომ მას, გამსახურდიადან დაწყებული, ყველა ეხვეწებოდა პოლიტიკაში მოსვლას. ჯერ ერთი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
გამსახურდიამ მას პოლიტიკაში მოსვლა კი არა,საქართველოსთვის დახმარება სთხოვა, როგორც “ინწელიგენციის“ უმრავლესობას. მაგრამ მათ შევარდნაძესთან კონსულტაციები და მისი ყმადნაფიცობა არჩიეს. ამავე დროს, თუ ამ უმძიმეს 25 წლის მანძილზე არ გაუჩნდა სურვილი, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში რამე დადებითი გაეკეთებინა ამ უბედური ქვეყნისთვის, ახლა რა ღმერთი გაუწყრა“, – აცხადებს ცოტნე გამსახურდია გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები