საფრანგეთმა ავიადარტყმები ტერორისტების მართვის ცენტრს, იარაღის საწყობს და საწვრთნელ ბაზას მიაყენა
Le mondi-ს ცნობით, საფრანგეთის ავიაციამ პარიზში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ, სირიაში „ისლამურ სახელმწიფოზე“ მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები სირიის ქალაქ რაქაში დაბომბეს, რომელსაც ექსტრემისტების დედაქალაქსაც უწოდებენ.
უცხოური მედიის ცნობით, საფრანგეთის მხრიდან ეს იყო ყველაზე მასშტაბური დაბომბვა, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროების და იორდანიის ბაზიდან დაიწყო. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დარტყმები ტერორისტების მართვის ცენტრს, ასევე ე.წ. ბოევიკების „დავერბოვკების“ ცენტრს, იარაღის საწყობს და საწვრთნელ ბაზას მიაყენეს.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმის ოპერაცია ამერიკასთან შეთანხმებით მიმდინარეობს.
ქალაქი რაქა ცენტრალურ სირიაში მდებარეობს, დედაქალაქ დამასკოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 400, ხოლო თურქეთის საზღვრიდან 100 კილომეტრის მანძილზე, რაქა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს შენაერთებმა 2013 დაიკავეს.