CNN – საფრანგეთმა ავიაიერიში სირიის ქალაქ რაქაზე განახორციელა
საფანგეთის მიერ სირიაში განხორციელებული ავიაიერიშის შესახებ ინფორმაციას CNN გადასცემს. ტელეკომპანიის ცნობით, ოფიციალურად ცნობილი ხდება, რომ ქალაქ რაქაზე, რომელსაც “ისლამური სახელმწიფო” აკონტროლებს, ფრანგულმა მხარემ მასშტაბური დარტყმა მიიტანა. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ “ბოევიკების” პოზიციებზე დაბომბვა ოცჯერ განახორციელა.
შეტევა ხორციელდება ტერორისტების სამეთაურო პუნქტზე, საბრძოლო მასალის საწყობსა და სასწავლო ცენტრებზე, – აცხადებს საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი. საჰაერო თავდასხმები ხალიფატის დედაქალაქში პარიზის ტერაქტიდან ორი დღის შემდეგ დაიწყო. .პარიზში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ ოფიციალურად აიღო პასუხისმგებლობა.