საფრანგეთი სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას კვლავ გააგრძელებს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მანუელ ვალსის განცხადებით, ტერაქტების მიუხედავად, საფრანგეთი სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას კვლავ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.
“მინდა ვუთხრა ფრანგებს, რომ ჩვენ ომის პირობებში ვიმყოფებით. ჩვენ მოწინააღმდეგეზე დარტყმებს კვლავ მივიტანთ და მის განადგურებას კვლავ გავაგრძელებთ”, – განაცხადა ვალსმა.
პარიზში ტერორისტული თავდასხმები წუხელ ეროვნულ სტადიონზე, საკონცერტო დარბაზსა და რესტორნებზე მოხდა, რომლის შედეგადაც, ოფიციალური მონაცემებით, 127 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 600-მდე დაშავდა.
ტერორისტული თავდასხმების გამო, საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები