მურთაზ ზოდელავა დაკითხვაზე იმყოფება
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა მოდულის შენობაში, დაკითხვაზე იმყოფება. ყოფილი პროკურორი საგამოძიებო უწყებასთან ადვოკატთან ერთად მივიდა. მურთაზ ზოდელავამ დაკითხვაზე შესვლამდე კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა, როგორც ზოდელავამ აღნიშნა, გამომძიებლები მას შპს „ბურჯის“ საქმესთან დაკავშირებით იბარებენ. მისივე თქმით, ამ დროისთვის დამატებითი დეტალები მისთვის უცნობია.
„როგორც გამომძიებელი მელაპარაკა, ეს არის ე.წ. „ბურჯის“ საქმე. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, პასუხისმგებლობით მოვედი, რომ გამოძიებას გავცე ის პასუხი, რაც მათ მათ აინტერესებთ. დამატებითი დეტალები უცნობია“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.