თინა ხიდაშელი საფრანგეთის მთავრობას სამძიმარს უცხადებს
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო მწუხარებას გამოთქვამს და საფრანგეთის მთავრობას სამძიმარს უცხადებს.
„ვწუხვარ, საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო. ამ საშინელ ტრაგედიას ასზე მეტი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებ საფრანგეთის მთავრობას, ფრანგ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს. ტერორიზმი კაცობრიობის წინაშე ყველაზე დიდი დანაშაულია და მის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს“, – თინა ხიდაშელი.