ბაღდადში ტერაქტის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.
ტერაქტი ერაყის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი სამხედროს დაკრძალვის ცერემონიაზე მოხდა. ამ დროისთვის არცერთ დაჯგუფებას ამ შეტევაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ ეს ტერაქტიც „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები