ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების ახალი ვარიანტი წარედგინა

საქართველოს პარლამენტსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით, პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების ახალი ვარიანტი წარედგინა. პროექტის ავტორი თამაზ კრავეიშვილია.

“საარჩევნო კოდექსსა” და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი დეპუტატების – ნანა ყეინიშვილისა და თემურ ჭკუასელის სახელით არის ინიცირებული.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საკრებულოებში პროპორციული წესით ასარჩევ ქალთა რაოდენობის გაზრდას.

ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის არჩევნებში წარსადგენ პროპორციულ საარჩევნო სიაში, სქესთა შორის ბალანსის დაცვის მიზნით, ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ერთი მაინც, განსხვავებული სქესის კანდიდატი უნდა იყოს.

ამასთან, “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებებით სქესის პრინციპის დაცვა გათვალისწინებულია პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლით შეცვლისას. პარლამენტში ინიცირებული პროექტით, თუკი რიგით მომდევნო კანდიდატი პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს, ასეთ შემთხვევაში, ვაკანტურ ადგილს სიაში მომდევნო იმავე სქესის პარლამენტის წევრობის კანდიდატი იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები