პესკოვი – ავიაკატასტროფაზე: „შარლი ებდოს“ კარიკატურების გამო თავად ფრანგებს რცხვენიათ
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი ბევრ წერილს იღებს ფრანგებისგან, რომლებსაც ეგვიპტეში А321-ის კატასტროფის ამსახველი კარიკატურების გამო რცხვენიათ.
„ჩვენ ფრანგებისგან ძალიან ბევრი წერილი მივიღეთ, რომელიც საფრანგეთში, ჩვენს საელჩოში იგზავნება. ეს ადამიანები ამბობენ, რომ მათ ასეთი საქციელის გამო ძალიან რცხვენიათ“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ სინაის ნახევარკუნძულზე 31 ოქტომბერს მომხდარ კატასტროფაზე ფრანგულმა ჟურნალმა კარიკატურები ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში გამოაქვეყნა. კარიკატურაზე გამოსახულია მგზავრების ცხედრები და თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომლებიც ციდან ცვივა. ნახატის ქვეშ წარწერაა: „რუსულმა ავიაციამ დაბომბვა გააძლიერა“.