ბეირუთში ტერაქტის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ვაელ აბუ ფაურზე დაყრდნობით იუწყება. მისი ინფორმაციით, დაშავებულია 240 ადამიანი.
ორი აფეთქება ბეირუთის სამხრეთ ნაწილში მოხდა, სადაც „ჰეზბოლას“ „ბოევიკების“ საყრდენი პუნქტია განლაგებული. ამ რაიონის მახლობლად აეროპორტისკენ მიმავალი გზა მდებარეობს.
თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქებები რამდენიმე წუთის ინტერვალით მოხდა. ლიბანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტები ფეხით გადაადგილდებოდნენ და მათ ხალხმრავალ ადგილას აიფეთქეს თავი.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უკვე აიღო „ისლამურმა სახელმწიფომ“.