მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა
უკრაინული მხარის ინიციატივით, გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრი სიბიჰასთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
„საუბრისას განხილულ იქნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.