ხვალ ილია II მეტეხის ხიდზე პარაკლისს გადაიხდის

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ხვალ, 13 ნოემბერს წმინდა 100 ათასი ქართველის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მეტეხის ხიდზე პარაკლისს გადაიხდის.
თბილისის რამდენიმე ადგილიდან მეტეხის ხიდისკენ მსვლელობები მოეწყობა, რომელსაც სხვადასხვა ტაძრების მომლოცველები შეუერთდებიან.
მე-13 საუკუნეში ჯალალ ედინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის წმ. ასი ათასი ქართველი მოწამე აღესრულა. ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს წმიდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას. ხვარაზმელებმა ასი ათასი მოჭრილი თავი და ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული გაატანეს მდინარე მტკვარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები