დავით დვალი მოსამართლე ურთმელიძის დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით დვალი მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც ის აცხადებს, ჯერ არ გადაუწყვეტია გაასაჩივრებს თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც ნიკა გვარამიას უფლებამოსილება დაუბრუნა.
ამასთან, დვალი აცხადებს, რომ მას ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ხელოვნურად შეფერხების სურვილი არ ჰქონია.
„განცხადების შემდეგ რამდენიმე მცდელობა და შეთავაზება მქონდა მეორე მხარისთვის, რომ გამოსავალი გვეპოვა. ჩემთვის პრინციპული იყო გარკვეული მუხლები და ასევე რეაქცია, რომელიც მიუღებელი იყო და სისწრაფე ამ ყველაფრის, ამიტომ გამოვაცხადე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ხელოვნურად დავიწყე კომპანიის შეფერხება, ყველანაირი წინადადება და ნაბიჯი გადავდგი იმისთვის, რომ ეს პრობლემა არ შექმნილიყო. ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ მოსამართლემ ეს მოთხოვნა გაითვალისწინა და ასე ვთქვათ, გამოსავალი მოძებნა ამ სიტუაციიდან“, – აცხადებს დავით დვალი.

მისივე თქმით, იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს გასაჩივრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.
“მე მგონია, რომ სასამართლოს უნდა დაველოდოთ. ეს იყო პირველი გადაწყვეტილება მხოლოდ. რა თქმა უნდა, კასაცია წავა, უნდა დაველოდოთ ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც. უნდა გავიაროთ იურისტებთან კონსულტაცია, რამე სუსტი წერტილი აქვს თუ არა და იმის მიხედვით მოვიქცევით“, – განაცხადა დვალმა.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, დავით დვალი რუსთავი 2-ის დროებითი მმართველი აღარ არის. განჩინება მოსამართლემ დღეს რამდენიმე საათის წინ მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები