ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა
13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს და ეროვნული საბჭოს სპიკერს, პეტერ პელეგრინს შეხვდება. დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, გაფორმდება შემდეგი დოკუმენტები: “შეთანხმება დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ”, “უნებართვოდ მყოფი პირების რეადმისიის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების განხორციელების პროტოკოლი”, “შეთანხმება მგზავრებისა და ტვირთის საავტომობილო გადაზიდვების შესახებ”.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.