„პიჩინგ ფორუმი“ და ტრენინგი

თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 3 დეკემბერს პროექტების „პიჩინგ ფორუმი“ მეორედ გაიმართება.
„პიჩინგ ფორუმი“ მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქართველ რეჟისორებსა და პროდიუსერებს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პროექტების დახვეწაში მათი შემდგომი რეალიზების პერსპექტივით. ფორუმზე ქართველი კინომოღვაწეები თავიანთ პროექტებს წარუდგენენ ქართველ და უცხოელ პროდიუსერებს და ასევე ფართო საზოგადოებას.
ფორუმამდე , 1 და 2 დეკემბერს რეჟისორები და პროდიუსერები გაივლიან ორდღიან ტრენინგს, რომლისთვისაც წინასწარ შეირჩევა 10 პროექტი. „პიჩინგ ფორუმზე“ პროექტებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური. „პიჩინგ ფორუმის“ საპრიზო ფონდი არის 5000 ლარი, რომელიც „ქართული ფილმის განვითარების ფონდმა“ გამოყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები