გიორგი მარგველაშვილი: არ შემიძლია არ გავიხსენო ის მძიმე სტატისტიკა, რაც საქართველოს შარშან ჰქონდა ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულები
“არ შემიძლია არ გავიხსენო ის მძიმე სტატისტიკა, რაც საქართველოს შარშან ჰქონდა ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით”,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში განაცხადა, სადაც გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეების პატივსცემად მიღება გამართა.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, გასულ კვირას სამი შვილის დედის საზარელი მკვლელობა გაიხსენა.
“ჩვენ ვერ გავექცევით და ვერ დავმალავთ ამ სამარცხვინო და მძიმე სტატისტიკას, განსაკუთრებით დღეს, როდესაც გავიგეთ, რომ სამი შვილის დედა გამოასალმეს სიცოცხლეს.
ეს არის კიდევ ერთი მსხვერპლი, რომელიც შავი ასოებით ჩაიწერა ჩვენს დღევანდელობაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთიანობა უზრუნველყოფს არა მარტო იმას, რომ ასეთი ტრაგიკული მოვლენები არასდროს განმეორდეს, არამედ ჩვენს ქვეყანას შევქმნით ისეთად, როგორიც საქართველო და ქართული საზოგადოება ნამდვილად არის”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებას ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების 250-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.