კინოს სახლში დოკუმენტური ფილმის – “ფარდობითი მარადისობის შესაძლო გზა” პრემიერა გაიმართება
ხვალ, 18:00 საათზე კინოს სახლში დოკუმენტური ფილმის – “ფარდობითი მარადისობის შესაძლო გზის” პრემიერა გაიმართება. ფილმის რეჟისორი და ოპერატორია ბაჩი სულამანიძე.
როგორც “კვირას” ფილმის რეჟისორმა განუცხადა, “ფარდობითი მარადისობის შესაძლო გზა” ალტერნატიული მედიცინის შესახებაა გადაღებული და მასში განმარტებები მეცნიერულ დონეზეა.
ფილმში ალტერნატიული მედიცინის შესახებ აკადემიკოსი გია ნადარეიშვილი საუბრობს.
პრემიერის შემდეგ დოკუმენტური ფილმის – “ფარდობითი მარადისობის შესაძლო გზის” ჩვენება უნივერსიტეტებში და სამეცნიერო წრეებში იგეგმება.