პრობაციონერებმა სასწავლო კურსები გაიარეს
პრობაციის ეროვნული სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაცია „თანხმობის“ ერთობლივი პროექტის – „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე პროექტის გაფართოების პერსპექტივაზე იმსჯელეს. აღნიშნული პროექტი შიდა ქართლის რეგიონში 2013 წლის დეკემბერში დაიწყო და მასში რისკებისა და საჭიროებების შეფასების შედეგად გამოვლენილი რამდენიმე ათეული პრობაციონერი და მათი ოჯახის წევრი ჩაერთო. რესოციალიზაციის ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში 52-მა პრობაციონერმა ავეჯის ამწყობის, შემდუღებლისა და ოფისმენეჯერის კურსები გაიარა და შესაბამისი სერტიფიკატიც მიიღო. სამ პირობით მსჯავრდებულს ბიზნესგეგმაც დაუფინანსდა. პროგრამაში ჩართულ პრობაციონერებს საშუალება ჰქონდათ, უფასო იურიდიული კონსულტაციით და ფსიქო-თერაპიული მომსახურებით ესარგებლათ.
უწყებიც ცნობით, „თანხმობა“ ანალოგიური პროექტის საქართველოს სხვა რეგიონებში განხორციელების შესაძლებლობასაც განიხილავს, რის შედეგად, ზემოაღნიშნული სერვისებით კიდევ უფრო მეტი პრობაციონერი ისარგებლებს.