გიორგი კვირიკაშვილი ელენა როსტროპოვიჩს შეხვდა

 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში ვიზიტად მყოფ როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის პრეზიდენტთან ელენა როსტროპოვიჩთან და ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ფონდის მიერ საქართველოში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე ჯანდაცვის პროექტებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამები, მათ შორის გულის დაავადებათა გამოსავლენად ახალშობილთა სკრინინგის პროგრამის გავრცელება მთელი საქართველოს მასშტაბით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოში ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებაში. თავის მხრივ, ფონდის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მთავრობასთან ტრადიციულად წარმატებულ თანამშრომლობას, განსაკუთრებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ძალზედ აქტიურ ჩართულობას.

ცნობისთვის, როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდი საქართველოში 2004 წლიდან ფუნქციონირებს. ფონდმა დააფინანსა და განახორციელა მთელი რიგი სამედიცინო პროექტები, მათ შორის წითელას, წითურას და ყბაყურას საწინააღმდეგო იმუნიზაცია, ახალშობილებში შიდსის ვერტიკალური გადაცემის პრევენცია, ჰეპატიტ B-ს ელიმინაცია, ახალშობილთა სკრინინგი თანდაყოლილ ჰიპოთირეოზზე, ახალშობილთა სკრინინგი გულის თანდაყოლილი მანკის კრიტიკული ფორმის გამოსავლენად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები