ელიზბარ ჯაველიძე: ამერიკასა და ევროპას არ აინტერესებს, რომ „რუსთავი 2“ ნაყაჩაღარი ქონებაა

აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ მოვლენებს და ამერიკის ელჩის იან კელის განცხადებას გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ აფასებს. ჯაველიძის განცხადებით, ამერიკასა და ევროპას არ აინტერესებთ, რომ „რუსთავი 2“ ნაყაჩაღარი, მიტაცებული ქონებაა და მათთვის მთავარია, შეინარჩუნონ პროპაგანდისტული ბერკეტი.
„ამერიკელები და ევროპელები „რუსთავი 2“-საც იმიტომ იცავენ, რომ ის სწორედ ამ კოლონიალური იდეოლოგიის აპოლოგეტია საქართველოში! „რუსთავი 2“-ზე ამაზრზენი და ბილწი დაწესებულება დედამიწის ზურგზე არ მეგულება! ამერიკასა და ევროპას არ აინტერესებს, რომ „რუსთავი 2“ ნაყაჩაღარი, მიტაცებული ქონებაა – მათთვის მთავარია, შეინარჩუნონ პროპაგანდისტული ბერკეტი და კვლავაც მოწამლონ ხალხი.
ეს ნაძირალა, ბლანჟეიანი კონჩიტა გვარამია რომ გაჰკივის, არსადაც არ წავალ ცოცხალი თავითო, სულ პანღურით უნდა გამოაგდო იქიდან. მთელი „რუსთავი 2“ და მათი დამცველები, იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე, ერთ უკაცრიელ კუნძულზე უნდა გაასახლო, ერთმანეთი რომ დაჭამონ! დიახ, ეს ხოშტარიები, ჩერგოლეიშვილები და ლომჯარიები ერთად უნდა გაუშვა მოუსავლეთში, რადგან საქართველოს და ქართველი ხალხის მტრები არიან. „რუსთავი 2“ და სანაცეთი საქართველოსადმი და ქართველი ხალხისადმი სიძულვილით რომ არიან გაჟღენთილები, მე ეს მალაპარაკებს და ამას ვერასოდეს შევეგუები, სანამ პირში სული მიდგას!
თუმცა, მოდით, კვლავაც ამერიკის ელჩის საგანგებო განცხადებას დავუბრუნდეთ: ვინ ჰკითხავს ამერიკის ელჩს, ჩვენ ვის გავასამართლებთ და რას მივუსჯით?! ვინ მიგდია ევროკავშირის ელჩი, ჩვენ რომ გვასწავლის ჭკუას, როგორ ავაშენოთ სახელმწიფო და დავამკვიდროთ სამართალი?! ამერიკის ელჩმა თავის გაუბედურებულ ქვეყანას მიხედოს, ერთსქესიანთა ქორწინება რომ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანეს და სატანას უდგამენ ძეგლებს. ესენი ჩვენ გვასწავლიან კაცობას, ქალობას, სიყვარულსა და ტოლერანტობას?! უფასო კურსებს ჩავუტარებ, მოვიდნენ – გამოვატრენინგებ მაგათ!
ჩემი ნება რომ იყოს, ამ იან კელის, დიპლომატიური ეტიკეტის უხეში დარღვევისათვის, ხვალვე გავაპანღურებდი საქართველოდან! და, საერთოდ, დროა, ამერიკის საელჩოსთან უზარმაზარი საპროტესტო აქცია გაიმართოს“, – ამბობს ელიზბარ ჯაველიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები