დიმიტრი ქუმსიშვილი: სასურველია, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაზე გადაწყვეტილებები სწრაფად იქნას მიღებული
ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სასურველია, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებები რეზიდენციასთან დაკავშირებით სწრაფად იყოს მიღებული.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული შენობის შესაბამის მდგომარეობაში შენახვისთვის მთავრობას ფულის დახარჯვა უწევს.
“ბატონ ბიძინას ნამდვილად აქვს უფლება, რომ შეშფოთება გამოთქვას ამ მიმართულებით. ერთადერთი, რაც შემიძლია მე დავამატო და დავამატო გულისტკივილით, არის ის, რომ ეს შენობა ძალიან კარგადაა გაკეთებული. მასზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძალიან დიდი ფულია დახარჯული, თუ არ ვცდები, 26 მილიონი, დღესდღეობით კი დაკეტილია და ჩვენ ყოველთვიურად ფულის დახარჯვა გვიწევს იმისთვის, რომ აღნიშნული შენობის შესაბამის მდგომარეობაში შენახვა მოვახერხოთ. ამიტომ სასურველია, რომ გადაწყვეტილებები საკმაოდ სწრაფად იქნას მიღებული”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.