ნოდარ ხადური: მე ვერანაირ ცენზურას ვერ ვხედავ

მე ვერანაირ ცენზურას ვერ ვხედავ და რაც მთავარია, ვერც თქვენ ხედავთ, – ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური “ფრიდომ ჰაუსსის” ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას „რუსთავი 2″-თან დაკავშირებით.
“თქვენ გრძნობთ რაიმე ცენზურას? ახლა, ამ წუთას კითხვას სვამთ და შესანიშნავად აშუქებთ ყველაფერს. არავინ ხელს არ გიშლით. მე ვერანაირ ცენზურას ვერ ვხედავ და ვერც თქვენ ხედავთ, რაც მთავარია”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
საერთაშორისო ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსის” ვიცე-პრეზიდენტი რობერტ ჰერმანი მიიჩნევს, რომ “რუსთავი 2-ის” საქმე ქართული სახელმწიფოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. ჰერმანთან ინტერვიუს “ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ მედიაში ჩარევა უნდა შეწყვიტოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები