ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების მე-2 პროექტი დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) მეორე პროექტის გახსნის ცერემონიალი გამართა.
ღონისძიების მონაწილეებს გახსნითი სიტყვით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძემ თავის მიმართვაში საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიერ TWINNING-ის პროექტების ფარგლებში შემოთავაზებულ ევროპულ ექსპერტიზის ეფექტიანად გამოყენებაზე ისაუბრა და ამის საუკეთესო მაგალითად იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო დაასახელა, რომელმაც წარმატებით დაასრულა ერთი საჯარო დაძმობილების პროექტი და დღეს, საფუძველი ეყრება მეორე მნიშვნელოვან ინიციატივას.