საპარტნიორო ფონდმა „ჯინო ინვესტთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საპარტნიორო ფონდმა „ჯინო ინვესტთან“ ორ პროექტში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. საპარტნიორო ფონდის ცნობით, პირველი პროექტი “ჯინო გრინ სითი” შეეხება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკო ქალაქის მშენებლობას, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა, მათ შორის სასტუმრო, დასასვენებელი კომპლექსი, სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო ცენტრი და სხვადასხვა რეკრეაციული ზონა განთავსდება. მეორე პროექტი ითვალისწინებს კომპანია “ჯინო ვესტთან” ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სპა – სასტუმროების მშენებლობას. მათი მშენებლობა დაგეგმილია ბაკურიანში, მცხეთაში, კახეთსა და სხვა რეგიონებში. „ჯინო ინვესტის“ ჯგუფი საპარტნიორო ფონდთან რამდენიმე წელია თანამშრომლობს: ფონდმა ბიზნესჯგუფთან ერთად 2013 წელს ახალციხეში, ისტორიული რაბათის ტერიტორიაზე სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათის“ მშენებლობა დაასრულა და სასტუმრო დღეს წარმატებით ოპერირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები