ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სასამართლო სისტემასთან და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი სასამართლო სისტემასთან და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
შესაბამისი განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარინა კალიურანდმა დღეს თბილისში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა
“ჩვენ ძალიან ნათლად გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ მხოლოდ ის ქვეყნები იქნებიან წარმატებულნი, რომლებიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ერთგულნი არიან”,- განაცხადა მარინა კალიურანდმა.