„ელჩები დიპლომატიური ფარგლებიდან არ უნდა გამოდიოდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი ხშირად მხარედ ფიქსირდებიან“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის ელჩები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის გამო გააკრიტიკა. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, ელჩები დიპლომატიური საზღვრებიდან არ უნდა გამოდიოდნენ და ქვეყნის სუვერენიტეტს არ უნდა არღვევდნენ.
„ დამისახელეთ ჩვენი რომელიმე ელჩი, რომელიც მსგავსი განცხადებებით გამოირჩევა. მე მესმის, რომ ამერიკა ჩვენი პარტნიორია, მაგრამ არსებობს სუვერენიტეტი, რომელიც არ შეიძლება ვინმემ დაარღვიოს. ელჩი უნდა ჩაერიოს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მათ ევალებათ. ისინი მეფისნაცვლის როლში არ უნდა გამოდიოდნენ და მთავრობის ხელმძღვანელებად არ უნდა გვევლინებოდნენ. ელჩები დიპლომატიური ფარგლებიდან არ უნდა გამოდიოდნენ, მაგრამლ მიუხედავად ამისალ ისინი ხშირად მხარედ ფიქსირდებიან. ცინიზმიალ როდესაც საქართველოში ვინმე დღეს მედიის შეზღუდვაზე საუბრობს“,- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები