პაატა ზაქარეიშვილი: საქართველოში არსებული ყველა ტელევიზია მკაფიოდ გამოკვეთილად კრიტიკულია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის,პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული ყველა ტელევიზია არის მკაფიოდ გამოკვეთილად კრიტიკული. ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ “რუსთავი 2” იქნება ისეთივე კრიტიკული, როგორიც იყო ყოველთვის.
მისი თქმით, ვინც მუშაობს და ქმნის „რუსთავი 2“-ის სახელს, მათ არავითარი საფრთხე არ ერმუქრება.
„ამ შემთხვევაში მე მაქვს ჩემი მკაფიო წარმოდგენა ამ საკითხზე, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში არსებული ყველა ტელევიზია არის მკაფიოდ გამოკვეთილად კრიტიკული, რაც ძალიან მომწონს. არანაირი საფუძველი არ არსებობს, არც “ფრიდომ ჰაუსის”, არც არავის მხრიდან, რომ ეჭვი შეიტანონ, თითქოსდა, მთავრობა ან ხელისუფლება ცდილობს, შეაფერხოს კრიტიკული აზრის გამოთქმა ტელევიზიებში. მე ვერ ვხედავ ამ განცხადების საფუძველს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ “რუსთავი 2” იქნება აუცილებლად ისეთივე კრიტიკული, როგორიც იყო ყოველთვის. მე მოვისმინე ყველა მხარის დამოკიდებულება ამ არხის და მისი ჟურნალისტების მიმართ და ყველა მკაფიოდ ამბობს, რომ ჟურნალისტებს და იმ პროფესიონალებს, ვინც მუშაობს და ქმნის „რუსთავი 2“-ის სახელს, არავითარი საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.