ნოდარ ჯავახიშვილი „რუსთავი 2“-ზე: რა გინდათ, სამართლიანობა არ უნდა აღდგეს?

კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამდენი ხანი მიდის ეს საკითხი და ვერავინ გამცა პასუხი – რა გინდათ, სამართლიანობა არ უნდა აღდგეს? – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხის მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების დამოკიდებულება გაუგებარია.
„მე არ მომისმენია ეს განცხადება, მაგრამ აბსულუტურად გაუგებარია, როგორც ჩანს, იმათ არ იციან, რაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამდენი ხანი მიდის ეს საკითხი და ვერავინ გამცა პასუხი – რა გინდათ, სამართლიანობა არ უნდა აღდგეს? ადამიანი თუ ჩივის, სასამართლომ არ განიხილოს ეს საკითხი? ვის რა უნდა, გამაგებინეთ: freedom house-ს, თუ „რუსთავი2“-ს? მე, მოქალაქემ, ვიჩივლო და სასამართლომ არ განიხილოს და მე საერთოდ არ ვიცოდი, „რუსთავი 2“ ყარამანიშვილების იყო, თუ ვისი, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის. სხვა ტელევიზიებში როგორ არის, ჩვენ არ გვეცვლება დამფუძნებლები? ანუ ყოფილი დამფუძნებელი ჩივის და სასამართლომ არ განიხილოს? სად მივდივართ, მაშინ ჰკითხეთ ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას. რა ქნას ხელისუფლებამ, ჩაერიოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში?“,- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები