დავით ბაქრაძე „რუსთავი 2“-ის საქმეზე: მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში ეჭვი არ გაჩნდეს
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის საქმეს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ უზრუნველყოს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები არ გაჩნდეს.
„მედიათავისუფლების, სასამართლო დამოუკიდებლობის მხრივ საერთაშორისოდ აღიარებულია ის დიდი ნაბიჯები, რომელიც საქართველომ გადადგა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულმა „ქეისმა“, საქმემ ჩრდილი არ მიაყენოს ამ პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაქსიმალური გამჭვირვალობით უზრუნველვყოთ, საერთაშორისო საზოგადოებაში არ გაჩნდეს ის ეჭვი, რომ ამ პროცესში რამენაირად სახელმწიფო მონაწილეობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გამჭვირვალობა, რომ ეს ეჭვები გაქარწყლდეს,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.