ზურაბიშვილი „პატრიოტთა ალიანსზე“: რაც არ უნდა იშიმშილონ, თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებს არავინ გადააყენებს

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ პროტესტს ისტერიულს, ინაშვილის მოთხოვნას კი აბსურდულს უწოდებს. როგორც ზურაბიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, არჩევნების გაყალბებაზე საუბარი ყოვლად უსამართლოა, რადგან, მისივე თქმით, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა.
„ასეთი ისტერიული პროტესტი „პატრიოტთა ალიანსისგან“ და ირმა ინაშვილისგანაც კი მიკვირს. ყოვლად უსამართლო საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ საგარეჯოში არჩევნების გაყალბებას ჰქონდა ადგილი, ეს ჰაერზე ლაპარაკია, გაყალბების არცერთი ფაქტი არ არსებობს. ჰკითხონ იმ ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და ღირსეულმა კანდიდატმა გაიმარჯვა. რაც არ უნდა იშიმშილონ და აბსურდული მოთხოვნები წამოაყენონ, თავდაცვის და გარემოს დაცვის მინისტრებს არავინ გადააყენებს. ეს არ მოხდება”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
„ვხვდებოდი, რომ სატელევიზიო ნიშნობას რეზონანსიც მოყვებოდა. მაგრამ, გულწრფელად, ამხელა გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი“
ალექსანდრე ლორთქიფანიძე ფეისბუქის საკუთარგვერდზე – „მეგობრებო, პირველ რიგში, ყველას, ყველას, ყველას ძალიან დიდი მადლობა ამდენი მოლოცვისთვის, ამდენი თბილი სიტყვებისთვის, ამდენი დადებითი ემოციისთვის და ა.შ. როცა ეს ჩავიფიქრე, რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი ამ მოვლენისთვის ორიგინალური ფორმის პოვნა და ანის გაბედნიერება იყო, თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ სატელევიზიო ნიშნობას რეზონანსიც მოჰყვებოდა. მაგრამ, გულწრფელად, ამხელა გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი, შესაბამისად, ამ დღეებში რა ქარბორბალაც დატრიალდა ინტერნეტსივრცეში, მოულოდნელიცაა და დამაბნეველიც.
რაც არ უნდა იყოს, თუ ძალიან, ძალიან ბევრ ადამიანს გადაედო დადებითი განწყობა და სულ ცოტა ხნით მაინც იგრძნო თავი უკეთ, მაშინ ეს ყველაფერი ღირდა ამად. ჰო, ნუ მთლიანობაში მაინც მიხარია, რომ ასეთი იდეა გამიჩნდა, რომ ასე მაგრად განმახორციელებინა ბატონმა წამყვანმა, რომ ასე კარგად შევინახეთ საიდუმლოდ და ბოლო მომენტამდე დედაჩემმაც კი არ იცოდა, რომ დენიელ დეი ლუისზე მაგარი მსახიობი აღმოჩნდა ჩემი თანამზრახველი გიორგი იაშვილი, რომ კიდევ 3 გენიალური თანამზრახველი მყავდა Salome-ს, Sky-ს და Giorgi-ს სახით და კიდევ ერთხელ ბოდიში Otar Sabashvili იმ ნერვული სტრესისთვის რაც ბოლო წამებში გადაგატანინე. ახლა შევეცდები. შევეჭიდო იმ ტიტანურ შრომას, რასაც ყველა მოლოცვისა და მესიჯისთვის პასუხის გაცემა ჰქვია“.
„რა, სად, როდის?“- შემოდგომის ექსპერიმენტული სერიის მეოთხე თამაშში გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ, გუნდის ერთ-ერთ წევრს ანი მარდალეიშვილს პირდაპირ ეთერში შავი ყუთის დახმარებით ხელი სთხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები