„ველოდები მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელმაც უნდა განსაზღვროს, ვინ არის “რუსთავი 2”- ის მესაკუთრე“

მშვიდად, წყნარად ველოდები მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელმაც უნდა განსაზღვროს, ვინ არის “რუსთავი 2”-ის მესაკუთრე – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო არის და იქნება სტაბილური ქვეყანა და ეს იდეა ყველამ უნდა დაუშვას საკუთარ თავში, რომ იცხოვროს მშვიდად და არ მიეცეს პანიკას.
“ამ 2-3 დღის მანძილზე ყველამ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და ამ გზით მონაწილეობა მივიღეთ აჟიოტაჟში, რომელიც ამ საქმის გარშემო არსებობს. დღეს, ორშაბათს დილით დადგა დრო, რომ დავას მივცეთ თავისი დრო. დავა მიმდინარეობს და დღეს ახალი ამასთან დაკავშირებით არაფერი მაქვს სათქმელი. მშვიდად, წყნარად ველოდები მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელმაც უნდა განსაზღვროს ვინ არის “რუსთავი 2″-ის მესაკუთრე. არანაირი საფუძველი იმისა, რომ რომელიმე მოქალაქე არის აღელვებული, ან შეშფოთებული, არ არსებობს. ჩვენი ქვეყანა არის და იქნება სტაბილური ქვეყანა და ეს იდეა ყველამ უნდა დაუშვას საკუთარ თავში, რომ იცხოვროს მშვიდად და არ მიეცეს პანიკას”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები