ზურაბიშვილი „რუსთავი 2“-ზე: სწორად შუქდება მოვლენები თუ არა, ეს მოსამართლის საქმე არ არის

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ზურაბიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მოსამართლე ურთმელიძე „რუსთავი 2“- თან დაკავშირებით გამოტანილი განჩინების გამო გააკრიტიკა. ზურაბიშვილისთვის განჩინებაში მიუღებელი ის ნაწილი აღმოჩნდა, სადაც, მისი თქმით, მოსამართლე ტელევიზიის სარედაქციო საქმიანობაში ერევა.
„ განჩინებაში მიუღებელი იყო ის, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა ხდება. სწორად შუქდება მოვლენები თუ არ,ა არ არის ეს მოსამართლის საქმე. გვაქვს იმის იმედი, რომ საერთაშორისო საზოგადოების მკვეთრი რეაქცია უშედეგოდ არ ჩაივლის. შედეგი კი ისეთი იქნება, რაც წაადგება სასამართლოსაც და სიტყვის თავისუფლებასაც. მთავარი არა გადაწყვეტილების გამოცხადების საათი, არამედ მისი შინაარსია. ამ განჩინების გამოცხადების შემდეგ, ეჭვის ქვეშ დგება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპები. იუსტიციის საბჭოში ხდება ამაზე მსჯელობა და დავაცადოთ“,- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება „რუსთავი 2“ -ში დროებითი მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ერთგვარი გვერდის ავლა იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები